15 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მატემატიკის ინსტიტუტის (თსუ გმი) ილია ვეკუას აუდიტორიაში ჩატარდა TICMI-ს (მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრი) სტუდენტური მინისიმპოზიუმი გამოყენებითი მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალური საკითხებზე.
მინისიმზპოზიუმი გახსნა და მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა თსუ გმი-ს დირეტორმა, TICMI-ს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ჯაიანმა. ახალგაზრდებს მიესალმნენ თსუ გმი-ს მთავარი მეცნიერი თანამსრომელი, თსუ ემერიტუს-პროფესორი თამაზ ვაშაყმაძე, თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამსრომელი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ოლეგ ხარშილაძე.
წარმოდგენილი იყო 11 მოხსენება. ღონისძიების დასასრულს თსუ გმი-ს დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო მუშაობის დარგში, TICMI-ს მენეჯერმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია ჩინჩალაძემ და პროფესორმა ოლეგ ხარშილაძემ შეაჯამეს მინისიმპოზიუმის მუშაობა და ყველა მომხსენებელს გადასცეს მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიების პროგრამა და თეზისები დევს ვებგვერდზე: https://viam.science.tsu.ge/new/index.php?lang=eng&page=ticmi&subpage=ticmi_activity&id=74&type=program